ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებულ პოლიტიკურ დიალოგს ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი. ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ ყველაზე რთული ახლა შეთანხმების ბოლო ნაბიჯებია, თუმცა ამ პროცესით საქართველომ მსოფლიოს დემოკრატიული განვითარების მაგალითი უნდა მისცეს. დიეგო კოლასი twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში მხარეებს გამბედაობისკენ და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.