პარლამენტის დეპუტატი, “ევროპელ სოციალისტები” წევრი, ფრიდონ ინჯია ლევან მამალაძის შეწყალებას ითხოვს. საკითხი მან პლენარულ სხდომაზე დააყენა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს თავად ლევან მამალაძეც. მან შესაბამისი თხოვნა manifest.ge-ზე გასულ წელს გამოაქვეყნა. ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” მოსვლის შემდეგ დატოვა. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ მას ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიუსაჯა.