ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილ სტაგნაციას და პოლარიზაციას ქვეყანა უკვე ვეღარ უძლებს, ამიტომ აუცილებელია, მხარეებმა საერთო ენა გამონახონ და შეთანხმებას მიაღწიონ. ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხალხი, რომელსაც სტაბილურობა და განვითარება სურს, პოლიტიკური ძალებისგან მხოლოდ ურთიერთდაპირისპირებას იღებს.
“შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს! – წერს ნინო ლომჯარია.