COVID-19-ს ქვეყანაში კიდევ 12 პაციენტი ემსხვერპლა | 12.03.2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 274 377 -ს აღწევს.  COVID-19-ს ქვეყანაში კიდევ 12 პაციენტი ესმხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 3634-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 343 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 267 764 -ს აღწევს.