“სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია, სოლიდარობა “TV პირველს” – ამ ლოზუნგებით არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ “TV პირველის” სოლიდარობის ნიშნად პროკურატურასთან აქცია გამართა. “მოძრაობა სექტორი 3-ის” აქტივისტები მიიჩნევენ, რომ თავისუფალი მედიაგარემო საფრთხეშია და ხელისუფლებას მასმედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მათ შოთაძის უწყებაში სიმბოლურად ნემსი და ძაფი მიიტანეს და განაცხადეს, რომ პროკურატურა ნაცვლად საქმეების გამოძიებისა, მათი ჭრა-კერვითაა დაკავებული.