მმართველ პარტიას უმრავლესობის სხდომის ჩატარება აქციის ფონზე მოუხდა. “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა “საქართველოს” წევრები მივიდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის “ტვ პირველის” ეთერში გასული იმ ფარულ ჩანაწერების შინაარსი გააპროტესტეს, რომელშიც ბერა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ.
ოფისთან, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა მმართველი პარტიის წევრების მანქანების მოძრაობის შეფერხება სცადეს. სამათალდამცავებმა 6 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. ერთ-ერთმა დაკავებულმა, საპატრულო პოლიციის მანქანის კარი გააღო და მოძრავი ავტომობილიდან გადმოსვლა სცადა.