„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო | 10.03.2021

“ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. კონსულტაციები მერებისა და მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით დაწყებულია. სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე. “ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნები ახალი კოდექსით ჩატარდება, რომელიც სერიოზულ ცვლილებებს მოიცავს. მმართველ გუნდში  ამბობენ, რომ თუ კახი კალაძე არჩევნებში, მის კანდიდატურას დააყენებს, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს.

ოპოზიცია “ქართული ოცნების” დღევანდელ განცხადებას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზულად არ განიხილავს. “ევროპულ საქართველოში” ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებამდე რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მოუწევს.