დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე არცეული რაგბის კავშირის პრეზიდენტი | 10.03.2021

ხმაური და ფიზიკური დაპისპირება დღეს, “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, რაგბის კავშირის ყრილობას და ახალი პრეზიდენტის არჩევას მოჰყვა. ადგილზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის იოსებ ტყემალაძეს მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

დაძაბულობა და აერულობა ყრილობაზე იოსებ ტყემალაძეს გამოჩენას მოჰყვა.  ადგილზე მობილიზებულმა ასობით სამართალდამცავმა დელეგატებსა და რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის მოწინააღმდეგეებს არ მისცა საშუალება, ტყემალაძეს მიახლოებოდნენ. კანდიდატი ყრილობაზე პოლიციის კორდონით მიიყვანეს.

დაძაბულობის გამო ყრილობაზე ვერ შევიდა მოწინააღმდეგე დელეგატთა ის ნაწილი, ვინც კენჭისყრაშ მონაწილეობას გეგმავდა. ხუთამდე დელეგატი გარეთ დარჩა, ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი მაჩხანელი დაშავდა კიდეც. მას სახეზე სისხლის კვალი ეტყობოდა. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

რაგბის კავშირში მიმდინარე პროცესები, საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გასული წლის 30 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა ის  საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის სწორედ ირაკლი აბუსერიძეა. ამბობენ, რომ იოსებ ტყემალაძის ერთადერთი დამსახურება  ისაა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია.

პროტესტის ფონზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ტყემალაძე მასსა და ბიძინა ივანიშვილს კავშირებზე ბრალდებებზს უსაფუძვლოს უწოდებს და იმედოვნებს, რომ პროტესტი ჩაცხრება.

“ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს ასობით სამართალდამცავი აკვირდებოდა. არეულობის შედეგად მსუბუქი  დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც.