საკადრო ცვლილებებია მთავრობის ადმინისტრაციაში. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს, მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გიორგობიანმა სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს გადაუხადა.