ჩატარდა თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებამდე საჭირო და ზუსტი კვლევები, რა საფრთხვეები შესაძლოა მოჰყვეს ჰესისის მშენებლობას და რატომ არ მოხდა მთავრობის მხრიდან საზოგადოებასთან დროული კომუნიკაცია – ეს კითხვები დღეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაუსვეს. დეპუტატების გარდა, სხდომაზე კითხვები დასვეს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრბო ორგანიზაციის წევრებმაც. ჰესის მშენებლობის მოწინააღდეგეები თვლიან, რომ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება დაუსაბუთებელია. მათივე თქმით, გაუაზრებელია საფრთხეებიც, რომელიც შესაძლოა ჰესის აშენებას მოყვეს. “ქართული ოცნების” პოზიცია კი უცვლელია, ისინი თვლიან, რომ ჰესების წინააღმდეგ აგორებული კამპანია ქსენოფობიურია, პროექტის გარშემო გამოთქმული არგუმენტები კი უსაფუძვლო.