რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს საქმეებში აშშ–ს ჩარევით უკმაყოფილოა. სერგეი ნარიშკინის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დროიდან, შეერთებული შტატები მიჩვეული იყო საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვასა და კარნახს თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს მთავრობა და როგორ უნდა ურთიერთობდეს ოპოზიციასთან. ნარიშკინის განცხადებით, ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიმართ, რადგან ის თავს არიდებს აშშ-ის მოთხოვნების შესრულებას, უსიტყვოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. სერგეი ნარიშკინის განცხადება უწყების ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
“ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ქმედებებით, რომელიც თავს არიდებს ამერიკული მოთხოვნების უსიტყვო შესრულებას. თბილისთან მიმართებაში თეთრი სახლის შემდგომი ხაზი განისაზღვრება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის მიხედვით, ზუსტად მისდიოს ამერიკულ მითითებებს”– განაცხადა ნარიშკინმა.