“ტვ პირველის” მიერ გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების შემდეგ ბერა ივანიშვილი პირველი ეთერისთვის ემზადება – ოლიგარქის შვილი, რომელიც სატელეფონო საუბრების მიხედვით, ადამიანების დასჯას უკვეთავდა, პირველ განმარტებებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს გააკეთებს. მანამდე კი ამავე არხზე ჩანაწერის კიდევ ერთი მონაწილე, ანზორ ჩუბინიძე გამოჩნდა, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის მუქარის ავტორებთან კონტაქტზე პირადად გადიოდა და მეზობლების თანდასწრებით საქმეს აგვარებდა.