ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა განცხადებაში გადაწყვწტილების მიზეზიც განმარტა დ დაწერა, რომ თანამდებობის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. მისი პოლიტიკური გემოვნება კი უცვლელი რჩება.