“ათასი მშობლის მარში” – 100 დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, აქცია მსვლელობა გაიმართა. კამპანია უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თებერვლის დასაწყისში, ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. შეკრებილები ითხოვენ, სახელმწიფოსგან სქესობრივი დანაშაულის პრევენციას. ასევე, პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნას, რომელიც სექსუალური ხასიათის საქმეებს გამოიძიებს. კიდევ ერთი მოთხოვნა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდაა. თბილისში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან პერფორმანსიოთ დასრულდა.