ძალაუფლება ხალხს – „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ და ელენე ხოშტარიამ მემორანდუმი გააფორმეს | 05.03.2021

“ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს” – ოპოზიცია კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის, შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება კონსტიტუციის დახვეწის, ქვეყნის დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ფართო საზოგადოებრივ პროცესს იწყებს. დღეს “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “ლელომ” და ელენე ხოშტარიამ მემორანდუმიც გააფორმეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ერთ პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდნენ.