სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებს სთავაზობს. 40 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის წინსვლისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ვითარების დეესკალაცია და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების დაწყება. არასამთავრობოები პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებას და ევროპელი პარტბიორების ჩართულობას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად ახლა ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მათ შორის სამოქალაქო სექტორი მმართველ გუნდს მოუწოდებს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.