8 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით რესტორნების შიდა სივრცეებიც იხსნება. თუმცა, ამის მიუხედავად რესტორატორები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ არსებული შეზღუდვების გამო მათ სრულფასოვნად მუშაობის პრობლემა ექმნებათ. რესტორატოთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის ტქმით კვლავ მტავარ პრობლემად რჩება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამიტომ რესტორნები კომენდანტის საათის გადაწევას და შაბათ-კვირას ოპერირების საშუალებას ითხოვენ. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ ვაქცინის არასებობის გამო 2 თვეში ბიზნესის გაჩერების საკითხი ისევ დადგება, სექტორი ვეღარ იარსებებს.