არსებობს თუ არა “ქართული ოცნების” შიგნით ჯგუფი, რომელიც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ემხრობა – მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი გუნდის წევრები უარყოფენ და კვლავ გუნდის ერთიანობაზე საუბრობენ. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ოპოზიციის ახირებაა, რასაც ზურგს ქვეყნის თანამეგობრობა არ უმაგრებს. უმრავლესობის წევრების თქმით, ახლა აუცილებელია პროცესები პარლამენტში გაგრძელდეს, თუმცა სუსტი ოპოზიცია დიალოგის ნაცვლად ისევ ქუჩის გზას ირჩევს.