ამერიკის სახელმწიფო მდივნი, ენტონ ბლინკენი აცხადებს, რომ დემოკრატია საფრთიხს ქვეშ დადგა და რეფორმების განმხორციელებისას ქვეყნებმა კორუფციასა და უსამართლობას უნდა ებრძოლონ. ამერიკის პირველი დიპლომატი ხაზს უსვამს პროცესში შტატების მნიშვნელობასაც და განმარტავს, რომ სწორედ ამერიკას აქვს შესაბამისი ძალა და უნარი ხელი შეუწყოს მსოფლიოში დემოკრატიული პორცესების გაუმჯობესებას. ბლინკენმა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას Freedom House–ის ახალი ანგარიში ახსენა და თქვა, რომ მსოფლიოში ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი იზრდება, მთავრობები ნაკლებად გამჭვირვალე ხდება და ხალხის ნდობას კარგავს. არჩევნები კი მისი თქმით, სულ უფრო ხშირად ხდება ძალადობის ცხელი წერტილი.
“ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მაგალითს და ძალას და მოვუწოდებთ სხვებს ძირითადი რეფორმების განხორციელებისას გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და უსამართლობას, როდესაც დემოკრატია სუსტია, მთავრობებს არ შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეებისთვის წარმატების უზრუნველყოფა ან ქვეყანა იმდენად პოლარიზებული ხდება, რომ რთულია რაიმეს გაკეთება, რადგან ისინი უფრო დაუცველები ხდებიან ექსტრემისტული მოძრაობების მიმართ. ისინი ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან აშშ-სთვის. თუმცა, ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით. ჩვენ ეს ტაქტიკა წარსულში ვცადეთ. როგორი კეთილი ზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ამან არ იმუშავა,” – განაცხადა ენტონ ბლინკენმა.