„უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტება შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში დაუშვებელია“ | 03.03.2021

იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წვრის მოთხოვნას, შეჩერდეს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი უერთდბა ოპოზიციაც. “ლელო”-ში ფიქრობენ, რომ  უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტება შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში დაუშვებელია. პარტია იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს დაელოდოს  ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებს და კრიზისის დეესკალაციას.

ოპოზიციის და იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრის დღევანდელ ბრალდებებს არ იზიარებს “ქართული ოცნება”. ამბობენ, რომ დღეს სასამართლო განვითარების მაღალ ეტაპზეა და არ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც სასამართლოზე პირდაპირი ზეგავლენის  მოხდენა შეუძლია.