სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. სუს-ის ინფორმაციით, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა. ის ე.წ გახარიას კადრი იყო. პრემიერ-მინისტრობიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ სხვადასხვა უწყებებს, ყოფილი პრემიერის კადრები ეტაპობრივად ტოვებენ. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.