დედაქალაქის მთავარ გამზირს კარვები ყოველდღიურად ემატება | 02.03.2021

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, დედაქალაქის მთავარ გამზირს კარვები ყოველდღიურად ემატება. პარლამენტის წინ დღეს კიდევ ორი ახალი  კარავი დაიდგა. სამოქალაქო ატივისტებისა და ოპოზიციის  მოთხოვნები უცვლელია – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ისინი ასევე  ითხოვენ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა და შერჩევითი სამართალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ე.წ კარვების ქალაქის ორგანიზატორები არ  გამორიცხავენ, რომ პროტესტი უფრო რადიკალური გახდეს.