„ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას ისევ არ აპირებს | 01.03.2021

მმარველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, თუმცა “ქართული ოცნება” ისევ არ აპირებს კომპრომისზე წასვლას იმ მოთხვნებთან დაკავშირებით რომლებიც ოპოზიციამ დააყენა. მათ შორის, მმართველი გუნდი არ აპირებს არც რიგგარეშე არჩევნების და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე მსჯელობას. მათი თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით საუბრობს და კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არ არის.