ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირი აქტიურად იმუშავებს. ეს დაპირება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მიიღეს. ნიკა მელიას დაპატიმრებისა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პირველი მაღალი დონის ვიზიტით შარლ მიშელი გუშინ ეწვია. ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერებს 2 საათის განმავლობაში ესაუბრა და შექმნილ კრიზისზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის ზეწოლა “ქართული ოცნების” მთავრობაზე გაძლიერდება და ქვეყანაში ვადამდელი არჩვენები ჩაინიშნება. ასევე მოხდება პოლიტ პატიმრების გათავისუფლებაც.