სამოქალაქო აქტივისტებმა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრამდე მსვლელობა მოაწყვეს და ოლიგარქისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გააპროტესტეს. ამბობენ, რომ პოლიტიკიდან წავსლის განცხადების მიუხედავად, ივანიშვილი ქვეყანას ირაკლი ღარიბაშვილის ხელით მართავს. სამოქალაქო აქტივისტები ვადამდელ არჩევნებს და ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათ დღეს ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან სიმბოლურად ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და თქვეს, რომ ივანიშვილი მალე ჩამოშორდება ძალაუფლებას და ქვეყანა მისი მონური მორჩილებისაგან გათავისუფლდება.