ახლა და აქ, მე მაწუხებს კრიზისი, რომელიც საქართველოშია – შალ მიშელის ვიზიტი და გზავნილები | 01.03.2021

ევროსაბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თბილისში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. ათონელის რეზიდენციაში გამართული აუდიენცია დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვინაიდან შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მთავარი თემაც ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი იყო. როგორც შარლ მიშელმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, ევროკავშირს და პირადად მას საქართველოში მიმდინარე პროცესები აშფოთებს. ამიტომ მან ხელისუფლებას და ოპოზიციას სიტუაციის განეიტრალებისკენ მოუწოდა.

“ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ ისევე, როგორც გუშინდელი შეხვედრა მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, არის პარტნიორობის მესიჯი. ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენობა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შემდეგ რეფორმები და კოვიდ 19-ის კრიზისი, რომელიც გვიტევს აქაც და მთელ მსოფლიოში, დავასტაბილუროთ. მინდა, რომ აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი. როგორც თქვენ იცით, ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალებავიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიპს“, საჭიროებს ანგაჟირებული ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს,” – განაცხადა შარლ მიშელმა.