„მსვლელობა თავისუფლებისთვის“ – ასე ჰქვია საპროტესტო მარშს, რომელიც დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამართეს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მაშტაბური აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც ნიკა მელიას წერილი წაიკითხეს, რომელიც მან მხარდამჭერებს ციხიდან გამოუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მიზანი არა ერთი ადამიანის, არამედ ქვეყნის გამარჯვებაა.
საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ოპოზიციის უცვლელი მოთხოვნები გააჟღერეს – ესენია პოლიტიკური დევნის შეწყევეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. ოპოზიცია აცხადებს, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. აქციის მონაწილეები 2 მარტს პარლამენტის, 5 მარტს კი კანცელარიის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. საპროტესტო აქცია დაგეგმილია საქალაქო სასამართლოს შენობასთანაც.
ოპოზიციის საპროტესტო აქციამ პარლამენტიდან კანცელარიასთან გადაინაცვლა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოთხოვნები იმ შენობასთანაც გააჟღესრეს, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კაბინეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.
დღეს დილიდან აქციის მონაწილეები ჯერ ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტის შემობისკენ მსვლელობით დაიძღნენ. მათ სხვადასხვა ლოკაციეზე შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები შეურთდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ხელსუფლება მიიტაცა და “ქართული ოცნება” ქვეყანას ბოლშევიკური მეთოდებით მართავს, რასაც არ დაუშვებენ. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე სიმბოლურად ცხოველი მელია დახატეს და წარწერები “თავისუფლება” დატოვეს.
მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან შეუერთდნენ პარტია “ლელოს” წევრები. მათი განცხადებით, უახლოესი პერიოდი გამოყენებული იქნება მწვავე, თუმცა მშვიდობიანი პროტესტისთვის. რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობას შეურთდნენ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებიც.
ოპოზიციის მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებენ მმარტველ გუნდში, ნიკა მელიას კი პოლიტიკურ პატიმრად არ მიიჩნევენ. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, “ქართული ოცნება” ამ საკითხის განხილვას კატეგორიულად გამორიცხავს და ოპონენტებს დესტრუქციაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ხელისუფლება კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა. ასევე ხელისუფლების ოპონენტები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.