კარვები რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მოთხოვნა და სამოქალაქო აქტივისტების ულტიმატუმი | 26.02.2021

პარლამენტის შენობის წინ დღეს აქტივისტებმა კიდევ რამდენიმე კარავი გაშალეს. მათ შორის კარვები გაიშალა გზის სავალ ნაწილზეც. რის გამოც ადგილზე  სამართალდამცველები მივიდნენ და ორგანიზატორებს კონსტრუქციების დაშლისკენ მოუწოდეს. პოლიციამ აქტივისტები გააფრთხილა, რომ თუ გზის სავალი ნაწილიდან კარვებს არ აიღებდნენ კანონით გათვალისწიჯებულ ზომებს მიმართავდნენ. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე განთავსებული კარვები აიღეს, თუმცა ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი, რომ თუ ორი კვირის განმავლობაში დღევანდელ აქციაზე წაყენებული მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი რუსთაველის გამზირს კარვებით გაავსებენ.