ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ მინისტრის რანგში მეორედ დანიშვნის შემდეგ მთავრობის პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე ახლადდანიშნულ პრემიერს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე განცხადება დღეს არ გაუკეთებია. ღარიბაშვილმა სხდომაზე ახალი ვიცეპრემიერები დაასახელა, ესენი დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი იქნებიან. პრემიერმა ისაუბრა რეგულაციების შემსუბუქებაზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა პირველ ივნისამდე გადაიწევს. ამ შეღავათით პრემიერის ინფორმაციით, 19 ათასი ავტოიმპორტიორი ისარგებლებს.
შეზღუდვების შემსუბუქებაქზე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც. მინისრტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მეტი პასუხისმგბელობით მოეკიდონ რეგულაციების შემსუბუქებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგა. მთავრობის გადაწყვეტილებითვე მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს შაბათ-კვირას. ფუნქციონირებას განაახლებენ სასტუმროები, ასევე იხსნება სამთო კურორტები, რესტორნების შიდა სივრცეებში. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად მთავრობამ ძალაში დატოვა ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილებას საღამოს 21:00 საათიდან, დილის 5:00 საათამდე უკრძალავს.