ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ისტორიული და ამავედროს მძიმე თარიღიდან 1 საუკუნის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები საბჭოთა ოკუპაციას იხსენებენ და ამბობენ, რომ რუსული ოკუპაცია დღემდე გრძელდება, თუმცა ხელისუფლება მის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.