საია ნაცმოძრაობის ოფისში განვითარებულ მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას აფასებს | 24.02.2021

პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ქიმიური საშუალებიბი კანონის დარღვევით გამოიყენა – შესაბამის განცხადებას საია ავრცელებს და  ნაცმოძრაობის ოფისში  გუშინ განვითარებულ მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას აფასებს. ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს, სამოქალაქო აქტივიტების დაუსაბუთებელ დაკავებესაც და წერს, რომ ხელისუფლება უფლება უნდა  მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით ისარგებლონ და  მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად არ უნდა მოხდეს პოლიციური ძალის გამოყენება. საია მოუწოდებს მთავრობვას მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით.