ომბუდსმენმა “ნაციონალური მოძრაობის” დარბეული ოფისიდან მთავრობას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა | 23.02.2021

სახალხო დამცველი ხელისუფლებას ვითარების დეესკალაციას თხოვს. ნინო ლომჯარია შემაშფოთებლად მიიჩნევს ძალის გამოყენებით ნიკა მელიას დაპატიმრებას. ომბუცმენი ცოტა ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მივიდა, სადაც მედიასთან დღეს განვითარებული მოვლენები შეაფასა. სახალხო დამცველი გამოეხმაურა სპეცოპერაციისას ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების ფაქტს და თქვა, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტით წიწაკის სპრეის გამოყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება.