კორონავირუსს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა | 19.02.2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 267 701-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ  7 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 3406 გახდა. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ბოლო 24 საატში COVID-19 331 ადამიანმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ კი 260 597 შეადგინა.