„ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დამორჩილებას ურჩევს | 17.02.2021

“ქართული ოცნების” დეპუტატები ნიკა მელიას მოუწოდებენ, მივიდეს სასამართლოში და დაემორჩილოს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოსამართლე გამოიტანს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თუ ნიკა მელიას მოსამართლე არ მოსწონს შეუძლია მისი აცილების შუამდგომლობა დააყენოს. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით ის რაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ხდება არის იმ დესტაბილიზაციის გეგმის ასრულება, რომელსაც ოპოზიცია გაზაფხულზე გეგმავს. მათი თქმით პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მელიამ კანონი დაარღვია, რასაც არავინ უარყოფს.