სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს ელოდებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, სადაც ნიკა მელიას თანაგუნდელები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებულნი. პოლიტიკურ განაჩენამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიცია ისევ იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და სასამართლოს დახმარებით ნიკა მელიას ციხეში არ გაუშვებს. ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებიც ნიკა მელიას გარშემო ერთიანდებიან, პირობას დებენ, რომ თუ “ოცნების” გუნდი, გავრილოვის მითითებას შეასრულებს და მელიას დაპატიმრების ბრძანებას მაინც გასცემს, მას ყველა ფორმით, მათ შორის ფიზიკურადაც დაიცავენ.
ნიკა მელია აცხადებს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ეს შიშით ნაკარნახევი იქნება.
“ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ოფისში დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიც მივიდა, თუმცა მან პარტია მალევე ისე დატოვა რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.