ნიკა მელიას ვერდიქტს ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ელოდება | 17.02.2021

სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს ელოდებიან ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, სადაც ნიკა მელიას თანაგუნდელები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებულნი. პოლიტიკურ განაჩენამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიცია ისევ იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და სასამართლოს დახმარებით ნიკა მელიას ციხეში არ გაუშვებს. ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებიც ნიკა მელიას გარშემო ერთიანდებიან, პირობას დებენ, რომ თუ ოცნების გუნდი, გავრილოვის მითითებას შეასრულებს და მელიას დაპატიმრების ბრძანებას მაინც გასცემს, მას ყველა ფორმით, მათ შორის ფიზიკურადაც დაიცავენ.