ბიზნესსექტორი პრემიერს 7 კონკრეტულ მოთხოვნას უყენებს | 17.02.2021

ბიზნესასოციაციების ერთობლივი მიმართვა პრემიერ-მნისტრს.  ბიზნეს სექტორი ქვეყნაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე ისევ საუბრობს და მის დასაძლევად გიორგი გახარიას 7 კონკრეტულ მოთხოვნას უყენებს. მიმართვაში, რომელსაც 10 ასოციაცია აქვეყნებს მთავარი მოთხოვნა  კომენდანტის საათის გადაწევა  და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვაა. მოთხოვნებს შორისაა,  22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და რესტორნებისთვის დახურულ სივრცეში მუშაობის უფლება. ბიზნესი ითხოვს 2021 წლის  ქონების გადასახადებისგან გათავისუფლებასაც და სექტორისთვის ბნიზნესომბუდსმენის დანიშვნას.