პოლიტიკური პარტია “გირჩი” ოპოზიციურ ერთობას საბოლოოდ ეთიშება – ხანგძლივი პაუზის შემდეგ ოპოზიციის ერთობლივ შეხვედრაზე მისულებმა შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს და კოლეგებს ბრალდებები უკვე გარედან წაუყენეს. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიცია ახლა მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს, რაც მისი თქმით შეხვედრაზე მყოფმა კახა კუკავამ ღიად დაადასტურა. პროტესტის ნიშნად შეხვედრიდან გამოსულებმა თქვეს, რომ მათ ოპოზიციის წევრებს კონკრეტული კითხვები დაუსვეს, რასაც მათი მხრიდან მხოლოდ დუმილი მოჰყვა.
“სპექტაკლის დადგმის გამიზნული მცდელობა” – ასე ეხმაურება “გირჩის” განაყოფის ბრალდებებს თავად კახა კუკავა და ამბობს რომ ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი შეხვედრაზე დაუპატიჟებლად და თანაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მივიდნენ. ოპოზიციის სხვა წევრების აზრით კი საუბარი იმ ადამაინებთან, რომლებიც ოპოზიციურ ერთობას აზიანებენ, შეუძლებელი და არასერიოზულია.