ნიკა მელიას გირაოს გადახდის ერთკვირიანი ვადა ეწურება, თუმცა ის თანხის გადახდას არ აპირებს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ამ გადაწყვწტილებას ოპოზიციის ნაწილი იწონებს. მელიას თანამებრძოლები გირაოს დაკისრების საკითხს, პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ფიქრობენ, რომ მან ეს თანხა არ უნდა გადახადოს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს ალექსანდრე რაქვიაშვილს. გაერთიანება “გირჩის” წევრის აზრით, იმისათვის რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს ნიკა მელიამ გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს. “ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ მტკიცე უარის მიუხედავად ნიკა მელიას გირაოს გადახდა მაინც მოუწევს.