სამართალდამცავების მიერ დაწერილი ჯარიმები უკანონოა – ხმაური შსს-სთან | 10.02.2021

ხმაური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან – მოძრაობა “სოლიდარობის” წევრები საჯარო სივრცეში იმ მოქალაქეების უკანონოდ დაჯარიმება აპროტესტებდნენ, რომლებიც  პირბადის ტარების წესს არღვევენ. აქტივისტების თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე  მუხლი არ ითვალისწინებს  საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას და სამართალდამცავების მიერ დაწერილი ყველა ჯარიმა არის უკანონო. აქტივისტები მოქალაქეების უკანონოდ დაჯარიმებაში პასუხისმგებლობას  სამართალდამცავებს აკისრებენ და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.