ხმაური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან – მოძრაობა “სოლიდარობის” წევრები საჯარო სივრცეში იმ მოქალაქეების უკანონოდ დაჯარიმება აპროტესტებდნენ, რომლებიც პირბადის ტარების წესს არღვევენ. აქტივისტების თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლი არ ითვალისწინებს საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას და სამართალდამცავების მიერ დაწერილი ყველა ჯარიმა არის უკანონო. აქტივისტები მოქალაქეების უკანონოდ დაჯარიმებაში პასუხისმგებლობას სამართალდამცავებს აკისრებენ და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.