საკადრო ცვლილებები პრემიერ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით | 09.02.2021

აჭარის პოლიციის  ყოფილი უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს უხელმძღვანელებს. საკადრო ცვლილებები პრემიერ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით გატარდა.  გიორგი გახარიას თქმით, კონსტანტინე ანანიაშვილის ფუნქცია, გუბერნატორების კორპუსის მართვა იქნება. პრემიერმა დღეს  დანიშნა სახელმწიფო რწმუნებულების ნაწილიც. გურიის რეგიონში რწმუნებული, გიორგი სახოკია იქნება, შიდა ქართლში – მამუკა საღარეიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – პარმენ მარგველიძე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დავით ნოზაძე.