მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციიდან პარლამენტში შესულ ოთხ გვამთან დაკავშირებით მმართველი გუნდში მწვავე კრიტიკა მოყვა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, რადგან დიდი ხანია ის პოლიტიკური გვამად თავად იქცა. მმართველი პარტიის შეფასებით, ბულინგი ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
სააკაშვილმა პოლიტიკური გვამები, გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ სტატიის შეფასებისას ახსენა. სტატიაში ჟურნალისტი წერს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციის ულტიმატუმმა არ იმუშავა, ის სააკაშვილის მარცხზე მიუთითებდა. ექს პრეზიდენტი თვლის, რომ პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა, რომლებიც თავიდანვე გაიყიდნენ.