მნიშვნელოვანია, რომ ჰარცელის განცხადება არის პირადი პოზიცია და არა ევროკავშირის – წულუკიანი | 04.02.2021

თეა წულუკიანის თქმით, ევროკავშირის ელჩის კომენტარი მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერის საჯაროდ გამოცხადებაზე მისი პირადი პოზიცია იყო. ამის შესახებ წულუკიანმა ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა პარლამენტში  დახურულ კარს მიღმა გაიმართა.  როგორც წულუკიანი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰარცელის გუშინდელი განცხადება არის პირადი პოზიცია და არა ევროკავშირის. ევროკავშირის ელჩი კი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ის უცვლელ  პოზიციაზე რჩება. მას წულუკიანის მიერ ნიკა ნომრის გამოცხადებაზე  უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა.