კორონავირუსის შემთხვევებმა არასრულწლოვნებში იმატა. კოვიდინფექცია 25 არასრულწლოვანს დაუდგინდა აჭარაში. დაინფიცირდა ფერიის ბავშვთა გიმნაზიის 25 ბინადარი. ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. დაწესებულებაში სულ 32 ადამიანია ინფიცირებული. კორონავირუსი გამოუვლინდა ბათუმში მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლესაც. კოვიდინფექცია აღმოაჩნდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, მეორე საჯარო სკოლის 7 სხვადასხვა კლასში 7 მოსწავლესაც. რის გამოც აღნიშნული კლასები სწავლებას დისტანციური რეჟიმით განაგრძობენ.
ბოლო 24 საათში კი კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფექციას კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 260 480-ს შეადგენს. ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ინფექცია დაამარცხა 671 პირმა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 251 748-მდე გაიზარდა.