გაკოტრებულუი სარესტორნო ბიზნესის პროტესტი | 29.01.2021

თბილისში არსებული 100-ზე მეტი რესტორანი ხვალ 24 საათით მუშაობას შეწყვეტს. ამ ფორმით რესტორატორები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც 1 ტებერვლიდან რესტორნები არ გაიხსნება. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო სარესტორნო ბიზნესი კოტრდება, მთავრობა კი არსებულ პრობლემას არასათანადოდ აფასებს. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები ხვალ მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიან საპროტესტო აქციასაც შეუერთდებიან და შეზღუდვების მოხსნას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

რესტორნების პროტესტს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდება, რესტორნებს ფუნქციონირების საშუალებას მისცემენ.