საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულება კი ერთ სამინისტროში გაერთიანდება. გიორგი გახარიას დღეს არ უხსენებია ვინ უხელმძღვანელებენ სამინისტროებს, შესაბამისად უცნობია დარჩება თუ არა განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი. გავრცელებული ინფორმაციით კი შესაძლოა განათლების სამინისტრო იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის დეპუტატმა თეა წულუკიანმა ჩაიბაროს.