კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ფონზე პრემიერ-მინისტრი დაწესებული შეზღუდვების მოხსნას აანონსებს. გიორგი გახარიას განცხადებით დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს უახლოვდება, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ეკონომიკის გახსნა დაიწყოს. პრემიერის თქმით თუ ქვეყანაში მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, სხვა რეგიონების მსგავსად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც აღდგება სასწავლო დაწესებულებები და ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.