ე.წ კარტოგრაფების გამხაურებულ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ ბრალდებულები, რომელთაც პროკურატურა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავება, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულ კარტოგრაფებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა – 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ. შუამდგომლობა დღეს პროკურატურამ დააყენა. როგორც პროკურორმა განმარტა, ისინი კარტოგრაფების წინააღმდეგ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევდნენ.