„არა პოლიტიკურ „ლოკდაუნს”, „არა პოლიტეპიდემიოლოგებს”- პროეტსი და 41 შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრს | 28.01.2021

“არა პოლიტიკურ ლოკდაუნს”, “არა პოლიტეპიდემიოლოგებს”- ამ სლოგანით კიდევ ერთი აქცია დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა  კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მოითხოვეს, მათ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს 41 კითხვით მიმართეს, მათ შორის შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ტიპის ვაქცინას შეისყიდის საქართველო და როდის შემოიტანენს მას ქვეყანაში.